სოციალური ქსელები და მედია

ზურაბ ჯაფარიძე-ფეხზე გვკიდია ყველა კანონი, რომელიც უსამართლოა

Nusagi

“ვიდგებით სამართლიანობის მხარეს და ფეხზე გვკიდია ყველა კანონი, რომელიც უსამართლოა”, – ამბობს “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. მისი თქმით, უსამართლობაა, როდესაც ადამიანებს ნარკოტიკის მოხმარების გამო აკავებენ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს არ უდასტურდება:

“არანაირი წვრილმანი ხულიგნობა და დაუმორჩილებლობა გუშინ არ ყოფილა. არ ვართ ის ხალხი, ვინც ქუჩაში დარბის და ხალხს შეურაცხყოფას აყენებს. მოქალაქეს, რომელიც სამსახურში მიდიოდა, თავზე დაახტა 6 სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი და ასფალტზე აფორთხიალეს. ეს ადამიანი დავიცავით. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი. გვინდა, რომ მოსაშარდად არ მიჰყავდეთ. კანონიერი იყო ჰოლოკოსტიც და აპერტეიდიც. კანონიერი არ ნიშნავს სამართლიანს. ვიდგებით სამართლიანობის მხარეს და ფეხზე გვკიდია ყველა კანონი, რომელიც უსამართლოა. პირი, რომელსაც აკავებდნენ, ჩემი ბიძაშვილია. ძალიან გამწარდნენ, რადგან სისტემას დავუპირისპირდით. შეეცადნენ, ტალახი მოეცხოთ”.

ზურაბ ჯაფარიძეს, იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელების მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავებიან. ხვიჩია და მეგრელიშვილი დააკავეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,476 ნახვა
%d bloggers like this: