უცხოური მედია

აშშ-ში აუქციონზე დონალდ ტრამპის შიშველი ქანდაკება გაიყიდა

Nusagi

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი, ლოს ანჯელესში, ჯულიანის აუქციონზე 28 ათას დოლარად ტრამპის შიშველი ქანდაკება გაყიდეს. ამის შესახებ rawstory წერს.

შტატების პრეზიდენტის ქანდაკება ამერიკელმა ტელეწამყვანმა ზაკ ბეგენსმა შეიძინა, რომლის გადაცემაც მოჩვენებების ძებნას ეხება. ტელეწამყვანი აცხადებს, რომ შტატების პრეზიდენტის ქანდაკებას ლას ვეგასში, პარანორმალური მოვლენების მუზეუმში დადგამს.

ჯულიანის აუქციონზე გაყიდული სკულპტურა ერთადერთი გადარჩენილი ქანდაკებაა, იმ ქანდაკებებს შორის, რომელიც 2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდეკლაინმა“ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწიელობის წინააღმდეგ დადგა. დანარჩენი ქანდაკებების ნაწილი განადგურდა, ნაწილს კონფისკაცია შეეხო, ნაწილი კი აქციების დროს დაზიანდა.

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: