უცხოური მედია

დევიდ ბექჰემს შვილმა დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო (ვიდეო)

Nusagi

ბრიტანელ ვეტერან ფეხბურთელს დევიდ ბექჰემს უფროსმა შვილმა დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო. მომხდარის ვიდეო სოციალურ ქსელში გვარცელდა. ამის შესახებ dailymail-ი წერს.

ბექჰემი, რომელიც თავის 43-ე დაბადების დღეს ოჯახთან ერთად, რესტორანში სადილობით აღნიშნავდა, ძალიან ემოციური იყო, როდესაც მათთან მოულოდნელად უფროსი შვილი, 19 წლის ვაჟი ბრუკლინი მივიდა.

ბექჰემმა ცრემლები ვერ შეიკავა, რადგან მისი შვილის ლონდოში გამოჩენა, რომელიც ამჟამად ნიუ იორკში პრესტიჟულ Parsons School-ში სწავლობს, მამისთვის მართლაც სიუპრიზი იყო.

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები 17 წლის წინ დაქორწინდნენ, მათ სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავთ.

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,502 ნახვა
%d bloggers like this: