პოსტები სოციალური ქსელიდან

ნინო კვაჭანტირაძე-გამოიღვიძეთ თორემ მერე შვილები საფლავში ჩაგვაფურთხებენ!

Nusagi

,,თუ პრეზერვატივებზე ქართველ მეფეთა და წმინდანების სურათებს მიაკრავენ და ხმას ამოიღებ, ვიღაცის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავ; ჩემს ქვეყანაში თუკი სტადიონიდან ბავშვებს დაკუნთული კაცები თითს უჩვენებენ, გამოყრიან და ეს კაცები სხვადასხვა ფერის აღოჩნდებიან, შენ კი ბავშვებს დაიცავ, რასისტი ხარ;

სარწმუნოებას შეურაცხყოფენ, პატრიარქს აუგად მოგიხსენიებენ და თუ რამე თქვი, რელეგიური ნიშნით მჩაგვრელი ხარ; პირდაპირ ეთერში გრიმასებით, ხელებს გაგიშლის “შავტუხა” და ბევრთეთრკბილებიანი ჯიგარი, ვაჟა -ფშაველას სტროფებს შეგახსენებს, (არადა რაფიელ ეისთავისაა, მაგრამ მთლად ამდენს ვერ ქაჩავს) სულხან საბასაც შეგვაპარებს და… აქაც თავი უნდა ჩაქინდრო;

“კეთილი მეგობარი-მეზობლები” საზღვარს გადმოწევენ და ამისთანას მტაცებელიო რომ უწოდო, აგრესიული ხარ; ჩვენ კი ტელეეკრანებს მივშტერებივართ, ვიღაცეების ტვინის ნაჭყლეტი სერიალებით ვერთობით, საკუთარი ქვეყნის გაბოზებული და განარკომენებული დედაკაცების და დედალაკაცების ისტორიებს ვუსმენთ და რააა, რა და რეკლამააააააააააააააააა!!!

საიდან მოათრევთ ხოლმე ამისთანებს და გვაყურებინებთ… ზნეობრივი, კეთილსინდისიერი, მორალური, ღირსეული და უბრალოდ, ადამიანური ისტორიები დაგველია თუ რეიტინგებს ვერ დაწერს?

გამოიღვიძეთ, თორემ ამ ცამპა-ცუმპაში ხელის გოგოებად და ბიჭებად ჩვენს შვილებს დაიყენებენ და მერე ეს შვილები საფლავში ჩაგვაფურთხებენ!!!

პ.ს “ჯაყოს ხიზნები” წაიკითხეთ და გაერთობით და იქნებ, გულმა რეჩხიც გიყოთ!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ნინო კვაჭანტირაძე

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,441 ნახვა
%d bloggers like this: