პლანეტის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა პატრონს მოპარული ლეკვი დაუბრუნა

კომპანია Amazon-ის ხელმძღვანელმა ჯეფრი ბეზოსმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია, კლიენტს მოპარული ლეკვი დაუბრუნა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC იუწყება.

ძაღლის პატრონის მტკიცებით, შავი მინიატურული შნაუცერი მას შემდეგ დაიკარგა, რაც მასთან სახლში ამანათი მიიტანეს. როდესაც მიხვდა, რომ ძაღლი დაიკარგა, მან ჯეფ ბეზოსს ელექტრონული წერილი გაუგზავნა და მოითხოვა, რომ დაუყოვნებლივ დაებრუნებინათ ძაღლი.

ამის შემდეგ Amazon-ის თანამშრომლებმა მიაკვლიეს მძღოლს, რომელიც მართლაც მუშაობდა კომპანიაში, წაართვეს ძაღლი და პატრონს დაუბრუნეს.

კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს “მიუტევებელია” და არ შეესაბამება იმ მაღალ სტანდარტებს, რომლებსაც ამაზონი თავის თანამშრომლებს უყენებს. საბოლოოდ, კურიერი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„ამაზონის” მფლობელი ჯეფ ბეზოსი -პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანია. Bloomberg-ის მონაცემებით მისი ქონება 131 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

 

Facebook Comments

ახალი დადებული