რუსეთში ჭარბი წონის მქონე ადამიანთა რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა

ბოლო 5 წლის განმავლობაში რუსეთში ჭარბი წონით დაავადებულთა რიცხვი კატასტროფულად, 45%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ რუსული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ სიტუაციის შესაცვლელად უკვე დაამტკიცეს სხვადასხვა ნორმები, მათ შორის საკვები პროდუქტების რაციონალური მოხმარების რეკომენდაციები და პრიორიტეტული პროექტის “ჯანსაღი ცხოვრების წესის” პასპორტი, რომლის მეშვეობითაც უნდა გაიზარდოს ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ცხოვრების ჯანმრთელ წესს მისდევენ.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა ჭარბი წონის მქონე ახალგაზრდების რიცხვი.
ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Cancer Research UK-ის თანახმად, ჭარბი წონისკენ ყველაზე მეტად მიდრეკილები არიან 1980 წლის დასაწყისში და 1990-იანი წლების შუა პერიოდში დაბადებული ადამიანები. სპეციალისტების პროგნოზით, მათ 79 პროცენტს 35-44 წლის ასაკში ჭარბი წონის პრობლემა შეაწუხებთ.
Facebook Comments

ახალი დადებული