სად იკრძალება დღეიდან მოწევა და რამდენია ჯარიმა

დღეიდან თამბაქოს მოწევა იკრძალება: 

ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში;
საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
საგანმანათლებლო დაწესებულებებში და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ ადგილებში;
სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება;
სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.

გამონაკლისი შემთხვევები – თამბაქოს მოწევა ნებადართულია:

ტაქსისა და კატერში;
ფიზიკური პირის სახლში;
სამორინეში;
წინასწარი დაკავების იზოლატორში;
პენიტენციურ დაწესებულებაში;
თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;
სიგარაბარში;
სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანების შეთხვევაში;
აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას.

ჯარიმები:

შენობა-ნაგებობაში ან/და მის კუთვნილ ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევისთვის – 500 ლარი, განმეორების შემთხვევაში ორმაგდება;
მრავალბინიანი სახლის სადარბაზოში, სახურავსა და ლიფტში მოწვისთვის – 50 ლარი, განმეორების შემთხვევაში ორმაგდება;
დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში გაორმაგდება;
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ტრანსპორტში მოწევისთვის – 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში გაორმაგდება;
ფიზიკური პირი საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევისთვის – 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში გაორმაგდება.

Facebook Comments

ახალი დადებული