სპორტი

ძიუდოისტთა ნაკრები ვარჯიშს წყვეტს და არც ერთ შეჯიბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს

Nusagi

ნაკრების პოზიცია ცოტა ხნის წინ ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა “იმედის’ ეთერში გაახმოვანა.

მისი თქმით, პროტესტის მიზეზი ფედერაციაში მათთვის მიუღებელი და ამ სპორტისთვის დამაზიანებელი მდგომარეობაა.

ძიუდოისტები არ აპირებენ მიიღონ მონაწილეობა შეჯიბრებებში მანამ, სანამ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან არ გადადგება.

„იგი იკავებს სამ სხვადასხვა თანამდებობას, მათ შორის ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის და ფაქტია რომ, ვერ ართმებს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. საქართველოში მისი მმართველობის პერიოდში ამ სპორტს მომავალი არ აქვს“,-აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა და აქვე დასძინა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე შედეგები მხოლოდ სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიიღწეოდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,693 ნახვა
%d bloggers like this: