ირმა ინაშვილი-როცა რუსეთში წავალ არ დაგზარდებით, ამ ვიზიტზეც ღიად და საჯაროდ მოგიყვებით

..ტელეკომპანია “იმედის” კომედიური შოუს სცენარისტებს ვწერ: “თქვენი აზროვნებით ბოლშევიკები ხართო, ასე მიმართა უმრავლესობას რუსეთიდან ახლადდაბრუნებულმა ირმა ინაშვილმა”-, ბრძანა თქვენმა წამყვანმა.

მორიგჯერ ვადასტურებ, რომ კობახიძე-მდინარაძის ჯგუფს ბოლშევიკური აზროვნება აქვს, მაგრამ პრეტენზია მეორე ნაწილთან მაქვს. თქვენთვის არავის უსწავლებია, რომ (თუნდაც იუმორისტულ გადაცემაში) არასწორი ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტური სტანდარტის უხეში დარღვევაა?

მრავალი წელია არ ვყოფილვარ რუსეთში, თქვენ კი, ამბობთ, რომ იქიდან ახლახანს დავბრუნდი. შეცდომაში შეგყავთ მაყურებელი, რატომ? ვინ გავალებთ ასეთი იაფფასიანი ტყუილის ტირაჟირებას? კარგი იუმორის გრძნობა მაქვს, მაგრამ თქვენი გადაცემა აშკარად იუმორს მიღმაა.

არასასურველი პოლიტიკოსების კბენა რომ დაგავალეს, – ეს ფაქტია, მაგრამ, დალოცვილებო, ისე მაინც მიკბინეთ, რომ ამ მოწყენილ ქვეყანაში ვინმეს მართლა გულიანად გაეცინოს და ეს პოლიტიკური დაკვეთა შუბლზე არ გეწეროთ…

P.S. ისე, ცნობისთვის. ახლახანს ბრიუსელიდან დავბრუნდი, როცა რუსეთში წავალ, არ დაგზარდებით, ამ ვიზიტზეც ღიად და საჯაროდ მოგიყვებით. იუმორისტული შოუს მომზადებას მაღალი გემოვნება და კულტურა სჭირდება. ერთშიც გარღვევა გაქვთ და მეორეშიც”=წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments

ახალი დადებული