პოსტები სოციალური ქსელიდან

თემო გვალია-,,მე ამ პროექტს დავარქმევდი “სამში ერთს”!

Nusagi

,,დროა მივხედოთ სხვა პრობლემებსაც! 
მაგალითად ისეთ პრობლემას, როგორიცაა “ტუალეტი ბინაში”. 

არ გიფიქრიათ, რომ როდესაც თქვენ შედიხართ ტუალეტში და ამ დროს თქვენ მარტო არ ცხოვრობთ ოჯახში, არამედ ცხოვრობთ ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, რომ აწუხებთ მათ? თანაც რა უბედურებაა ტუალეტი საკუთარ ბინაში? რა უნდა ტუალეტს საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები და მოხუცები ცხოვრობენ? ის მაინც არ გაგიგიათ: სადაც ცხოვრობ, იქ არ უნდა მოისაქმოო???

რატომ არ შეიძლება, რომ ეგრედწოდებული ტუალეტები გავიტანოთ შენობების, კორპუსების გარეთ და ჩავდგათ თუნდაც იმ ფარეხების ადგილას, რომელთა უმრავლესობაც ამახინჯებს გარემოს და ზოგიც სარდაფის ფუნქციებს ითავსებს…

ტუალეტში კაბინიდან კაბინაში გავაკეთოთ მცირე ზომის სარკმელები, საიდანაც მეზობლებს მიეცემათ საშუალება, იურთიერთონ ერთმანეთთან. ამავე დროს შეეძლებათ თავისუფლად მოწიონ სიგარეტი.

დიახ! სწორედ ასეთი მიდგომით, ჩვენ ერთმანეთს გაუხანგრძლივებთ სიცოცხლეს…
ხოლო ბინაში, ტუალეტის ადგილას, გავაკეთოთ მცირე ზომის სავარჯიშო ოთახები, სადაც ოჯახის წევრები ივარჯიშებენ ინტენსიურად. ამით კი ჩვენ ბრძოლას გამოვუცხადებთ ჭარბწონიანობის პრობლემას.

მე ამ პროექტს დავარქმევდი: “სამში ერთს”! ანუ, სიგარეტის, ტუალეტის და ჭარბწონიანობის პრობლემის ერთ ჩარჩოში ჩასმას.

ეს რეგულაცია აუცილებლად უნდა გატარდეს, თუ გვინდა სუფთა ჰაერი და ჯანმრთელობა”=წერს ფეისბუქ-მომხმარებელი თემო გვალია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,502 ნახვა
%d bloggers like this: