ჯონდი ბაღათურია-”იმედს” რა უნდა იქნებ ამიხსნას ვინმემ!

,,ტელეკომპანია ”იმედი” ვის ან რას ემსახურება ვინმემ ხომ არ იცით?

გასაგებია რომ ნარკოლოგს თუ ნამუსი არ აწუხებს, უნდა რომ ბევრი კლიენტი ყავდეს და გაატყავოს ისედაც გაუბედურებული ნარკომანი, მაგრამ ”იმედს” რა უნდა?

გუშინ ამ ტელევიზიამ ანშლაგით გააშუქა ერთი ”ნარკოლოგის”, ვინმე სიხარულიძის ფანტაზიები იმის შესახებ თუ რა დიდი ”სიკეთე” მოაქვს  ნარკოტიკების მოხმარების და ჯიბით ტარების ლეგალიზაციას!

და კიდევ ერთი…. ყოფილი ნარკომომხმარებლის დაუძლეველი სურვილი, რომ მიეცეს უფლება დაუსჯელად მოიხმაროს და თან ჯიბითაც ატაროს ნებისმიერი სახის ნარკოტიკი!!

წამყვანმა, ამ ბოდვას დაარქვა, არც მეტი არც ნაკლები “ქვეყნის წამყვანი ნარკოლოგების პოზიცია” და შემდეგ სიუჟეტში ”მკაცრად” გაგვაკრიტიკეს ჩვენ, ვინც ვეწინააღმდეგებით ნარკოტიკების მოხმარების, გავრცელების და უკანონო ბრუნვის ლეგალიზაციას.

ნუ, ამას ნარკოლოგად წოდებული ადამიანი რომ იტყვის, იმას რა ინტერესი ალაპარაკებს ძნელი მისახვედრი არ არის…..

მაგრამ, ”იმედს” რა უნდა იქნებ ამიხსნას ვინმემ!

P.S. მოვიკითხე უბრალოდ ეს სიხარულიძე ვინ არის-თქო და აი რა მიპასუხეს: ნარკომომხმარებლებს ატყავებს განკურნების იმედითო და ჯერ მაგის განკურნებული ნარკომანი ჩვენ არ გვინახავსო…..ტარიფი მკურნალობაზე 5 000 ლარი აქვსო.

ახლა ეს თუ მართალია და ამის ბიზნესი ნარკომანების მკურნალობაა, ნუ გასაგებია, რომ აწყობს რაც შეიძლება მეტი ნარკომანი იყოს ქვეყანაში და 5 000 ლარიანი კლიენტები არ შემოაკლდება……

კარგი,  სიხარულიძეს გავიგე რაც უნდა და იმ ადამიანისაც  ნარკოტიკის მოხმარება და ჯიბით ტარება რომ უნდა დაუსჯელად…….

……მაგრამ ”იმედს” რა უნდა ”იმედს” ?!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჯონდი ბარათურია.

Facebook Comments

ახალი დადებული