დალაი-ლამა – პოლიციელებს თუ არ ეცინებათ, ვუღუტუნებ

ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერი დალაი -ლამა ამბობს, რომ პოლიციელებს უღუტუნებს, როცა ისინი  ხუმრობაზე არ იცინიან. ამის შესახებ მან მეცნიერებთან შეხვედრისას საკუთარ რეზიდენციაში ინდოეთის ქალაქ დხარამსალაში განაცხადა.

„ჩემთვის მეფეები, რომის პაპები, ლამები, მათხოვრები და პოლიციელები-ყველა ერთია. ვცდილობ ყველა გავაღიმო, პოლიციელებიც კი, მაგრამ თუ არ იღიმებიან, ვუღუტუნებ”,–განაცხადა ბუდისტების ლიდერმა.

 

2017 წელს დალაი-ლამამ განაცხადა, რომ ბუდიზმმა უნდა მოახდინოს თანამედროვეობასთან და ახალ რეალიებთან ადაპტირება. „ ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ 21-ე საუკუნის ბუდისტები უნდა გავხდეთ. მინდა, რომ ბუდისტური მონასტრები და ტაძრები თაყვანისცემის ობიექტებიდან საგანმანათლებლო ცენტრებად გარდაიქმნან”,-აღნიშნა მან.

დალაი-ლამა XIV ტიბეტელი ხალხის ლიდერად ითვლება. 1959 წელს მან ჩინეთი დატოვა და მას შემდეგ ინდოეთში ცხოვრობს. 1989 წელს მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. ჩინეთის ხელისუფლებამ დალაი-ლამა კანონგარეშე გამოაცხადა, როგორც ტიბეტელი სეპარატისტების ხელმძღვანელი.

 

 

Facebook Comments
%d bloggers like this: