ზაზა სარალიძე-ზვიად კუპრავას დაკავება პირდაპირ კავშირშია ჩემთან

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის დამფუძნებლის ზვიად კუპრავას პატიმრობაში დატოვება მისმა ადვოკატმა აპელაციის წესით გაასაჩივრა. გამოძიება მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. კუპრავა ორი დღის წინ დააკავეს, როდესაც მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა.

ადვოკატი და კუპრავას ახლობლები დაკავებას პოლიტიკურ შეფასებას აძლევენ და დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნული ყოფილი პოლიციელის უფლებადაცვით საქმიანობას უკავშირდება.

თბილისის მთავარ სამმართველოსთან კუპრავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების აზრით, კუპრავა სს მინისტრის პირადი პატიმარია და ის სიმართლის თქმისთვის დაისაჯა. აქციის მონაწილეებს შეურთდა ხორავას ქუჩის სისხლისანი გარჩევის დროს მოკლული დათო სარალიძის მამა ზაზა სარალიძე:

“ზვიად კუპრავას დაკავება პირდაპირ კავშირშია ჩემთან. სწორედ ამის გამო ვუერთდები ამ აქციას. მოგეხსენებათ, საზოგადოებამაც კარგად იცის, როგორ აქტიურად იყო ჩართული კუპრავა ჩვენი ტრაგედიის გამოძიების საქმეში. ეს მესიჯია პროკურატურიდან – თუ არ გაჩერდებით, როგორც ზვიადი დააკავეს, ალბათ, ჩემსკენაც გადმოიწევენ ცოტა ხანში”,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული