პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ევროპის დღე მიულოცა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ევროპის დღე, როგორც ევროპულ ერს მიულოცა.

მარგველაშვილის თქმით, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანებით კიდევ უფრო გაძლიერდება:

“ევროპელებს ვულოცავ დღევანდელ დღეს.ევროპა შედგა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კავშირი.ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება, როცა საქართველო შეუერთდება და ევროპული კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.ვულოცავ ყველას, ვინც იბრძვის, რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი”,-განაცხადა პრეზიდეტმა და აქვე დასძინა, რომ ევროპის ქვეყნები სერიოზულ მხარდაჭერას უწევენ საქართველოს.

რიყის პარკში “ევროპის დღეები 2018” ოფიციალურად გაიხსნა.

“ევროპის დღეების” მიზანს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა წარმოადგენს.

„ევროპის დღეები” წელს მეექვსედ იმართება და ის 22 მაისამდე გაგრძელდება.

Facebook Comments

ახალი დადებული