კიდევ 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა საკუთარ სახლში, მოხმარების შემდგომ ძილის პერიოდში

„შავ ბაზარზე შემოყრილია ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდოთ, რომ ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად და სისტემა გვიმეტებს სიკვდილისთვის,“ – ამ განცხადებას მოძრაობა თეთრი ხმაური გავრცელებს.

მოძრაობის ინფორმაციით, სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

“რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დღეს კიდევ 2 ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა საკუთარ სახლში მოხმარების შემდგომი ძილის პერიოდში. თითოეულ გარდაცვლილ ადამიანზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სახელმწიფოს, რომელიც არათუ არაფერს აკეთებს ვითარების ცვლილებისთვის, არამედ ხმასაც არ იღებს შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე,“ – აღნიშნული მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეთრი ხმაური ნარკოტიკების მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკაონ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან.

„მანამდე კი მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან. ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ “მეფედრონია” ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით (კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე შესაძლოა, ეს იყოს ბიო-ჰეროინი იგივე ფენტალინი).

მოცემულობა ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ საბოტაჟს, სადაც მომხმარებლები სრულიად დაუცველ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ამ გენოციდის ვითარებაში კი მხოლოდ ერთმანეთის გაფრთხილება თუ გადაგვარჩენს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული