საზოგადოება სპორტი

აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივე განცხადებას ავრცელებს

Nusagi

სოციალურ ქსელ Facebook-ში, აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა.

ხურციძე მის დაპატიმრებამდე მომხდარ ინციდენტს იხსენებს და წერს, რომ ის მეგობარს პოლიციის ინფორმატორის თავდასხმისგან იცავდა.

“მინდა ხაზი გავუსვა ცრუ ინფორმაციებს და სიმართლე იცოდეს ხალხმა. მე არავინ მიცემია, თავს არავის დავსხმივარ, არც ფულის, არც ოქროს გამო. არის ერთი ინციდენტი: სარბენად ვიყავი გასული, ბოდვარგზე, მიყვარს ოკეანესთან ახლოს სირბილი და რომ მოვრჩი ვარჯიშს, სადღაც 12 სთ იქნებოდა დღის, მეგობრების მანქანები დავინახე, მეთქი მივესალმები, როდესაც ავედი ზემოთ, ნარბენი სულ სველი ვიყავი და ვთქვი კიდევაც მოსასალმებლად მოვედითქო… ესეც ჩაწერილია, ინფორმენტმა ამოიღო დანა და ჩემს მეგობარს ესროლა მუცლის არეში, რა თქმა უნდა ვერ გაარტყა მიზანში. მეც გაშლილი ხელი შევთავაზე ინფორმენტს, რადგან დანა მომეგდო ხელში და გამეცილებინა იქაურობას. მოგეხსენებათ, ხელი მძიმე მაქვს. წაბარბაცდა ინფორმენტი და რომ მოეგო რეალობას, აღარც დანა იდო მაგიდაზე და მეც ჩემს ადგილას ვიჯექი. ამ ყველაფრის აუდიო და ვიდეო ჩანაწერი არსებობს, ვითომ და ჩემს საწინააღმდეგოდ, მაგრამ ამით ვადასტურებ იმას, რომ ინფორმენტი ძალიან საშიში კაცია.მისთვის უნდა მიესაჯათ 20 თუ 25 წელი.

15 წელი ციხეში გაატარა, შემდეგ დაიწყო თანამშრომლობა დეპორტით რომ არ გაეშვათ, ასეთმა საშიშმა კრიმინალმა დანა კი არა, ვარდი რომ გესროლოს შეგაშინებს. თანაც არ ვიცოდი, რომ ინფორმენტი იყო, თორემ ეგ რომ მცოდნოდა, ყველაფერს ხაზი გაესმებოდა.

ამერიკის მთავრობა არავის მოკვლის უფლებას არ მიცემდა მას. ასე დავიცავი ჩემი მეგობარი. თუ მოიყვანენ ჩემს წინააღმდეგ სასამართლოზე ამერიკელს ვის ვაწყენინე, ვის დავესხი თავს, ამ შემთხვევაში დავეთანხმები ბრალდებას. მეგობარს თვალწინ რომ მიკლავენ და მე ჯიბეში ხელებჩაწყობილი ვდგავარ, მაშინ ჩაქუჩა კი არა, ჩემი ფეხები ვყოფილვარ. ცემა მე როგორი ვიცი შედით ჩემს არქივში და ნახეთ, ერთი დარტყმით როგორ გავუტეხე ყბა მოწინააღმდეგეს, ნეკნებიც… და სპარინგ პარტნიორებს ამერიკაშიც გავუტეხე ნეკნები, ეს დაუგეგმავად ხდებოდა, მე არავისთვის ზიანის მიყენება არ მინდა, მხოლოდ მინდა ვაჯობო ბრძოლის დროს. და ინფორმენტს მოგეხსენებათ გაშლილი ხელის დარტყმისთვის არავინ მიცემდა 25 წელს, მას ძალიან ბევრი ადამიანი ყავს დაშავებული, ციხეშიც გავიგე მასზე როგორ დაუჩეხავს ხელები და პოლიციისთვის გადაუშლია”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი მოკრივე, 39 წლის ავთანდილ ხურციძე აშშ-ში ერთი წლის წინ 15 ქართველთან ერთად დააკავეს.ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,483 ნახვა
%d bloggers like this: