ისტორია

კოტაბო-ძველი ბერძნების თამაში სმის დროს, რომლის შემდეგაც საშინელი არეულობა ისადგურებდა

Nusagi

ძველ ბერძნებს მიაჩნდათ, რომ წვეულებებზე მხოლოდ სმა არ იყო საკმარისი გართობისთვის. ამიტომ  გასართობად სხვა იდეა მოუვიდათ- კოტაბო, თამაში სმის დროს, რომელიც სათავეს ძველი წელთ აღრიცხვით მე-5- მე-4 საუკუნეებში იღებს  და რომელიც გულისხმობს ღვინის თასის სროლას.

თამაში როგორც წესი, იმით სრულდებოდა, რომ ყველა ერთიანად გაჟღენთილი იყო ღვინით და მთელ ოთახში ღვინის გუბეები იდგა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მონებს მეტი სამუშაო ჰქონდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, თამაში სიცილიიდან იღებს სათავეს და შემდეგ გავრცელდა როდოსზე. ის ძალიან პოპულარული გახდა ათენში და ეტრუსკების წვეულებებზე.

კოტაბოში მონაწილეობას მხოლოდ მამაკაცები იღებდნენ, რომლებიც იკრიბებოდნენ და სვამდნენ , შემდეგ კი თასს, რომელშიც  ჩარჩენილი იყო ღვინო, ოთახის ცენტრში ისროდნენ.

ოთახი, სადაც თამაში იმართებოდა და რომელსაც ანდრონი ეწოდებოდა, მხოლოდ მამაკაცთა პალატა იყო და ქალებს არ უშვებდნენ.

ზოგიერთ ძველ ბერძნულ ლარნაკს ამშვენებს თამაშის ამსახველი გამოსახულებები, რომელზეც გამოსახულია მოთამაშე, რომელიც ღვინის თასს ისვრის.

კოტაბოს მოთამაშის მთავარი მიზანი იყო მიზანში მოერტყა და ჩამოეგდო დისკი, რომელიც დაბალანსებული იყო რკინის ღერძზე ოთახის შუაში. გამარჯვებულს შეეძლო აერჩია სასურველი საგანი ან ადამიანი. სხვა ვერსიით ნასვამ მოთამაშეებს თავიანთი ღვინის თასები უნდა მოერტყათ პატარა ჭურჭლისთვის, რომელიც დიდ წყლის თასში ტივტივებდა და ჩაეძირათ.

სროლის ტექნიკა, რომელიც გამოიყენებოდა, სავარაუდოდ, ძალიან ჰგავდა ფრისბის (დისკის სროლა). თუ მოთამაშე ააცდენდა ნიშანს, თასში არსებული ღვინის ნარჩენების შხეფები ოთახის ბოლოში მყოფ ადამიანსაც გაწუწავდა. თამაშის კიდევ უფრო გასართულებლად მოთამაშეები ფსონს ჩამოდიოდნენ,  ვინ გაიმარჯვებდა.

მიუხედავად იმისა, რომ კოტაბო მოითხოვდა ოსტატობას და კარგი მიზნის ქონას, გასამარჯვებლად  იღბალიც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო .

თამაშის შედეგად საოცარი არეულობა და სიბინძურე იქმნებოდა, მაგრამ კოტაბო მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ მრავალი გასართობიდან, რომელშიც ძველი ბერძნები მონაწილეობდნენ, ცდილობდნენ რა მოეპოვებინათ უამრავი გზებით ღვინისა და დროის ტარების ღმერთის, დიონისეს კეთილგანწყობა.

ფოტოზე- ფრესკა საფლავიდან, რომელზეც კოტაბოს მოთამაშეებია გამოსახული. 475 წელი ჩვ.წ.აღ-მდე. პაესტუმის ეროვნული მუზეუმი, იტალია.

 

ავლოსზე დამკვრელი ქალი ართობს შეჯიბრზე მამაკაცს. 420 წელი ჩვ.წ.აღ-მდე.

კოტაბოს მოთამაშე. კილიკი (ძველბერძნული ჭურჭელი). 510 წელი ჩვ.წ. აღ-მდე.

ქალი კილიკით ხელში. ცენტრში, სტენდი კოტაბოს სათამაშოდ. მარჯვნივ, მონა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,670 ნახვა
%d bloggers like this: