პოსტები სოციალური ქსელიდან

ლალო ნებიერიძე-7 წუთში საავადმყოფოში ვართ, მიგვიღეს, დაგვტოვეს და….დაიწყო!

Nusagi

,,პარასკევი მძიმე დღე იყო, შაბათი დადგა, გიორგობა. მთელი კვირა მზადებაში გავატარეთ “Baby Shower”-ისთვის. დასვენების დროა, უკვე 38 კვირა დაიწყო. ღამის 2 საათია ვიძინებთ… 

არა , უკვე 4 საათია ვიღვიძებ, რაღაცა შეიცვალა, მივხვდი დაიწყო… მე კი რა დავიწყო? ჩალაგება? არ ვარ მზად, მე ხომ მთელი კვირა სულ სხვა დღისთვის ვემზადებოდი…

7 წუთში საავადმყოფოში ვართ, მიგვიღეს, დაგვტოვეს… დაიწყო! სულ სხვა დღე დაიწყო. მეშინია, მიხარია, ვღელავ, არ ვიცი, შევძლებ? ნეტა როგორია? ხომ ყველაფერი კარგად იქნება? 

მუსიკა, ჩემი საყვარელი ჯაზი, წვიმიანი დღე, ლამაზი ხედი. მგონი დავმშვიდდი. ჩვენ შევძლებთ! დაღამდა, ძალიან ლამაზად, გასაოცრად მშვიდად და 9:23 გავიცანი გიო, რომელსაც 9 თვე ლუკას ვეძახდით. გულზე ედო თავი და თავის ლამაზ თვალებს არ მაცილებდა. ეს იყო, არის და იქნება ჩემი ყველაზე ლამაზი დღე ცხოვრებაში….ეს 6 მაისია! “– წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლალო ნებიერიძე.

შეგახსენებთ, რომ ლალო ნებიერიძე ქართველი მოდელია ჰოლივუდში, რომელიც ამერიკაში, ლოს-ანჯელესში ჩვენებებსა და ფოტოსესიებში მონაწილეობს. გარდა ამისა, იგი ჟურნალისტად მუშაობს ლოს-ანჯელესის ინტერნეტტელევიზია Hello Hollywood-ში

.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,437 ნახვა
%d bloggers like this: