რეჟისორი ფილმის გადაღების დროს ჟირაფმა მოკლა

47 წლის რეჟისორი კარლოს კარვალო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გადაღებების დროს დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა Metro იუწყება. რეჟისორს ჟირაფი დაესხა თავს.

როგორც გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, კორვალო ჟირაფს, რომელსაც სახელად ჯერალდი ჰქვია, ახლო ხედით იღებდა და სწორედ ამ დროს ცხოველმა  თავი დაარტყა. კორვალო იოჰანესბურგის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პარკის წარმომადგენლებმა, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა, განაცხადეს, რომ მომხდარში ჟირაფი დამნაშავე არ არის. რეჟისორმა უსაფრთხოების ზომები უგულებელყო.

კარლოს კორვალო ველურ ბუნებაზე იღებდა ფილმს. ის საერთაშორისო პრემიების მფლობელი იყო, მათ შორის „ვერცხლის დათვის” და აფრიკის კინემატოგრაფიის აკადემიის ჯილდოსი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: