SOS! რა ბედი ელით ავტოპაპა-რუსთავის ავტობაზრობაზე ძვირადღირებულ მანქანებს

კომპანია „ავტო პაპას” რუსთავის ავტომანქანების ბაზრობაზე   სრული განუკითხაობა და ქაოსი სუფევს, ამის შესახებ  ძვირადღირებული მანქანის მფლობელი „ინფო ფოსტალიონთან” საუბრისას აცხადებს და პირადი ავტომობილების გაყიდვის მსურველებს მიმართავს, არ ისარგებლონ ავტოპაპა რუსთავის მომსახურებით.

„თუ გსურთ, რომ თქვენი მანქანა სხვადასხვა მიზეზით არ დააზიანონ და ფასი არ დაუგდონ, ნუ ისარგებლებთ ავტო პაპა-რუსთავის ავტობაზრობის მომსახურებით”, -აცხადებს მანქანის დაზარალებული მეპატრონე და აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ  ავტომანქანების ბაზრობაზე დგომა სოლიდური თანხა ღირს,  მანქანის განადგურებაზე პასუხისმგებელი არავინაა.

ავტოპაპა-რუსთავის ავტობაზრობაზე არ მუშაობს სათვალთვალო კამერების უმეტესობა, არ არის არანაირი წესრიგი, სუფევს სრული განუკითხაობა და უპატრონობა. რაც მთავარია , ადმინისტრაცია ( ფუტკარაძე) არაფერზე არ აგებს პასუხს! თუ თქვენი ტრანსპორტი გაურკვეველი წარმომავლობის ქორვაჭრებს გადაურჩა, საღამოს საათებში, იქ ადმინისტრაციის იმედად დატოვებულ მანქანებს ( რაშიც ავტომფლობელებს სოლიდურ თანხებს ახდევინებენ), ტერიტორიაზე მყოფი ნახევრად ველური ძაღლები და კატები მოათავებენ.”-აცხადებს დაზიანებული ავტომობილის  მფლობელი.

მისივე თქმით, დღეს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელიც ამავდროულად დაცვის სამსახურსაც წარმოადგენს, გამოთქმული პრეტენზიის პასუხად განაცხადა, რომ ძაღლების ქმედებაზე პასუხს არ აგებს.

როგორც “ინფო ფოსტალიონისთვის” გახდა ცნობილი, მხოლოდ დღეს, რუსთავის ბაზრობაზე ძაღლების მიერ ძვირადღირებული მანქანის დაზიანების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

დაზარალებული ავტომფლობელები მიმართავენ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს( სუსის და შსს ანტიკორუფციულ დანაყოფებს, საგადასახადო სამსახურებს, მერიის სამსახურებს)

1. რატომ არის აქ ასეთი ქაოსი და განუკითხაობა? 2. ვინ არიან აღნიშნული ბაზრის მფლობელები? 3. რატომ ემალებიან დაზარალებულებს ადმინისტრაციის ( ფუტკარაძე) ხელმძღვანელები და რატომ არ იმყოფება სამუშაო სათებში სამუშაო ადგილზე რცერთი მათგანი? 4. სად მიდის ბაზარზე აკრეფილი საკმაოდ მაღალი გადასახადები, მაშინ როდესაც სრულიად უგულებელყოფილია მომსახურებისა და უსაფრთხოების ზომები? 5. ვინ მფარველობს ყოველივე ამ უმსგავსობას?

„განა სირცხვილი არ არის, როდესაც მერაბიშვილი აკონტროლებდა აღნიშნულ ბაზრობას, გაცილებით მეტი წესრიგი იყო, ვიდრე ახლა?!”-აცხადებს დაზარალებული მეპატრონე, რომელსაც დღეს, 60 ათას დოლარად შეფასებულ მანქანა ცხოველის მიერ მთლიანად დაკაწრული და დაკბენილი დახვდა.

„ინფო ფოსტალიონი” ბაზრობის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მითითებული ნომრებიდან კვირა დღეს მხოლოდ ერთმა, ვებგვერდის ადმინისტრატორმა, გიორგიმ გვიპასუხა.

ჩვენს შეკითხვაზე, არის თუ არა ბაზრობა დაცული კატებისა და ძაღლების შეღწევისგან, გიორგიმ გვიპასუხა, რომ ტერიტორია შლაგბაუმით იკეტება.

„ათასობით ჰექტრის შემოფარგვლა და იმის გაკონტროლება, რომ ძაღლი არ შევიდეს, შეუძლებელია. გიდასტურებთ, რომ მანქანების დგომა ფასიანია, თუმცა ძაღლი და კატა როგორ უნდა გააკონტროლო, თუ გსურთ, ხვალ დაუკავშირდით ბაზრობის ადმინისტრაციას და ისინი გაგცემენ პასუხს”-გვითხრა ვებგვერდის ადმინისტრატორმა.

როდესაც კომპანიის საიტის ადმინისტრატორი ასეთ პასუხს იძლევა, საეჭვოა, რამე განსხვავებული მოვისმინოთ ბაზრობის ადმინისტრაციისგან, თუმცა სურვილის შემთხვევაში, გამოცემა მზად არის მათი პასუხიც გამოაქვეყნოს.

პარადოქსია, რომ შაბათს და კვირას, როდესაც ბაზრობაზე მანქანის დგომა 10-მაგად ძვირია, ვიდრე სახვა დღეებში, პასუხისმგებელი და პასუხის გამცემი სანთლით საძებნელია.

იხილეთ ავტომფლობელების მიერ მოწოდებული  ვანდალიზმის ნიმუშები, რომლებიც  რუსთავის ავტობაზრობაზეა გადაღებული. კადრებში კარგად ჩანს ცხოველის კბილების ნაჭდევები.

 

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული