აშშ-ში სროლა მოხდა, არიან დაღუპულები

ამერიკის, ტენესის შტატის, ქალაქ მემფისში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.

ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაიჭრა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიციის პრესსამსახური Twitter-ში ავრცელებს.

„დაჭრილები კრიტიკულ მდგoმარეობაში ჰოსპიტალიზირებულები არიან, ერთ-ერთ დაჭრილი 14 წლის არის. პოლიციელები სროლის მიზეზის დადგენას ცდილობენ“,-ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა მიმალვა შეძლო, მას ამჟამად პოლიცია ეძებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

<