ვლადიმირ პუტინმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დიმიტრი მედვედევი დაასახელა.

შესაბამისი ინფორმაცია კრემლის საიტზე განთავსდა.განცხადების თანახმად, მედვედევის კანდიდატურა დასამტკიცებლად სახელმწიფო დუმას გადაეგზავნა.

დღეს, რუსეთის მთავრობა ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის გამო კონსტიტუციის თანახმად გადადგა.

რუსეთის პრეზიდენტის პრემიერის კანდიდატურის წარდგენისთვის 2 -კვირიანი ვადა ქონდა.

Facebook Comments

ახალი დადებული