მურთაზ კიკორია: ე.წ კერძო მევახშეობა საქართველოსთვის გამოწვევაა

ე.წ კერძო მევახშეობა საქართველოსთვის გამოწვევაა – ამის შესახებ “იმედს” ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა განუცხადა. მურთაზ კიკორიას განცხადებით, ამ მიმართულებით გარკვეული ღონისძიებები გასატარებელი იქნება.

რაც შეეხება დღეიდან ამოქმედებულ საბანკო რეგულაციებს, სებ-ის ვიცეპრეზიდენტის განცხადებით, ბოლო წლების დინამიკით საცალო დაკრედიტების ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს.

“განსაკუთრებით ზრდის ძალიან მაღალი ტემპებია ე.წ სამომხმარებლო დაკრედიტების ნაწილსა და არასაბანკო სექტორში. სწორედ ამ ზრდის ტემპის გამო ჩვენ ვთვლით, რომ ახლა არის ზომების მიღება აუცილებელი, რათა მომავალში არ მივიღოთ რთული სიტუაცია, რომელიც საფინანსო სექტორისთვისაც სისტემური პრობლემა იქნებოდა”, – განაცხადა კიკორიამ.

კიკორიას თქმით, რომ ყველა საფინანსო ორგანიზაციამ სესხების გაცემა უნდა განახორციელოს მაღალი პასუხისმგებლობით.

კომერციული ბანკებისთვის დღეიდან ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის გაცემის პროცედურა გამკაცრდა.

Facebook Comments

ახალი დადებული