ბექა ჩხაიძე-ჩემი კიკნა აღარ მყავს! ჩემო სიცოცხლე ძმაკაცო….

,,ჩემი კიკნა აღარ მყავს, ჩემო სიცოცხლე ძმაკაცო!

არ დამიწყოთ ახლა!…. სიგარეტი კიარა ბარიგები აკრძალეთ!!! კლუბებს ყურადღება მიაქციეთ და ამ დედა აფეთქბულ ჩუმ ბარიგებს! ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს ძმაკაცებს ვასაფლავებ!”– წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, მომღერალი ბექა ჩხაიძე.

შეგახსენებთ , რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ.

პოლიციამ ასევე შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით. ამასთან, გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს. მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი.

Facebook Comments

ახალი დადებული