ამინდის პროგნოზის გამოცხადებისას სტუდიაში ძაღლმა გაიარა (ვიდეო)

ტელეკომპანია WMUR-ის პირდაპირ ეთერში კურიოზული ინციდენტი მოხდა.

ამინდის პროგნოზის გამოცხადებისას სტუდიაში ძაღლმა გაიარა, რამაც ტელეწამყვანი ჯოშ ჯაჯი მხიარულ განწყობაზე დააყენა.

„ჩემს უკან ძაღლია“, – განაცხადა ტელეწამყვანმა, რის შემდეგაც გაიცინა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ძაღლს ბელა ჰქვია და სტუდიის თანამშრომლები მას პავილიონში სეირნობას არ უშლიან.

Facebook Comments

ახალი დადებული