ასოციაცია BAAPS ტუჩების დაბერვის მსხვერპლთა ზრდის გამო შეშფოთებულია

ტუჩების დაბერვის მსურველთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, ექსპერტები რჩევას იძლევიან იმ საფრთხეებზე, რასაც არაკვალიფიციური ექიმების ქმედება იწვევს.

SKY NEWS-ის ინფორმაციით, არსებობს შემაშფოთებელი ციფრი თაღლითი ექიმებისა, რომლებიც სარგებელს ნახულობენ უკვე მანიად ქცეულ , ტუჩების დაბერვის სურვილზე.

ცნობადი სახეები უკვე ღიად აღიარებენ, რომ ტუჩები დაბერილი აქვთ. მაგრამ გარეგნობის შეცვლის სურვილის ზრდასთან ერთად, იზრდება შეშფოთება დაბერვის პროცედურაზე, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში არ რეგულირდება და უკონტროლოა.

მეისი ბასბის უნდოდა, კაილი ჯენერის მსგავსი ტუჩები  ჰქონოდა, მაგრამ  დაბერვის არასწორმა პროცედურამ საშინლად დაუმახინჯა ტუჩები და უზარმაზარი შესიებები დაუტოვა, რასაც იგი  ამ დრომდე მკურნალობს.

“იმის გამო, რომ ეს აშკარად ჩანს და ყველა ხედავს, მე იშვიათად ვიღიმები. აღარ მინდა გაღიმება, რადგან,  დეფექტები უფრო ნათლად ჩანს“, -განაცხადა მან.

ბასბი ამჟამად ემელინ ჰართლისთან მკურნალობს, კვალიფიციურ ესთეტიკის მედდასთან, რომელიც მიიჩნევს, რომ ზოგადად ტუჩების კორექტირების პრობლემა უარესდება.

“მე მინიმუმ ხუთ-ექვს ადამიანს ვიღებ კვირაში. ძალიან მომრავლდნენ პრაქტიკოსი ექიმები, რომლებიც არ არიან სათანადოდ კვალიფიციურნი,” -განაცხადა მან. რაც ყველაზე მეტად აშფოთებს ჰართლის, არის ახალგაზრდებში გაზრდილი სურვილი, დაიბერონ ტუჩები და ის, რომ ისინი არაკვალიფიცირებულ ექიმებს მიმართავენ.

„უსაფრთხო სახის“ დირექტორი, ეშტონ კოლინსი აღიარებს, რომ თაღლითი ოპერატორების რიცხვი,  რომელთაც დაბალი დონის სამედიცინო ცოდნა აქვთ ან საერთოდ არ აქვთ, საგრძნობლად გაიზარდა. მას ასევე აშფოთებს ფასდაკლების ონლაინ აქციები, რომელიც  ახალგაზრდა გოგონების მიზიდვას ცდილობს.

“ისინი აცდუნებენ იაფი გარიგებით და რადგან მკურნალობა იმდენად ბანალური გახდა ტელევიზიით, რომ  ამ პროცედურას კლინიკურ ფაქტორად არ განიხილავენ,  გოგონები მას სილამაზის ზრდის ფაქტორად აღიქვამენ და არა როგორც სამედიცინო პროცედურას”,- განაცხადა მან.

ბრიტანეთის ესთეტიკური ქირურგის ასოციაცია (BAAPS), ასევე შეშფოთებას გამოთქვამს რეგულაციების ნაკლებობის გამო. პლასტიკური ქირურგი და BAAPS-ის პრესსპიკერი, ეშ მოს აჰები აცხადებს, რომ ის პაციენტების მზარდ რაოდენობას ხედავს, რომელთაც ტუჩების დაბერვის პროცედურის შედეგად გართულებები აღენიშნებათ.

“ზოგ შემთხვევაში დაზიანება გამოუსწორებელია. მე ვნახე ადამიანები, რომლებიც რეანიმაციაში მკურნალობით ამთავრებენ, მძიმე ინფექციებისგან გამოწვეული შედეგებით. ეს უკიდურესობაა, მაგრამ მათ შეიძლება სახის მუდმივი დეფექტი მიიღონ”,- განაცხადა მან. ქირურგს მიაჩნია, რომ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული პოტენციური რისკების შესახებ.

“ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ამას სწორი მიზნით აკეთებენ, დარწმუნდნენ, რომ მიიღონ კონსულტაცია კვალიფიციური პლასტიკური ქირურგისგან ან დერმატოლოგისგან და დარწმუნდნენ, რომ ეს კეთდება სათანადო ადგილას, კარგი საშუალებებით“,- განაცხადა მან.

ბასბის ტუჩები ნელ-ნელა სწორდება. მთელი ეს თავგადასავალი მას ათასობით დოლარი დაუჯდა და მისთვის ცხადი გახდა, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუკი პროცედურა სათანადოდ არ ჩატარდა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული