უცხოური მედია

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვიან

Nusagi

თურქეთის, დედაქალაქ ანკარაში მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვიან.

BBC-ის ინფორმაციით, მამაკის რაიონში გადაუღებელი წვიმების გამო რამდენიმე ქუჩა მთლიანად წყლით არის დაფარული. წყალმა ავტომობილები წაიღო, ამჟამად 100-მდე მანქანაა დაკარგული ან განადგურებული.

მეტეოროლოგების პროგნოზით ძლიერი წვიმა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

სტიქიის შედეგად დაღუპული არავინ არის, თუმცა არიან დაშავებულები.

ამასთან, გაზეთის Daily Sabah-ის ინფორმაციით, შირნაკის პროვინციაში 12 მოსწავლე მეხის დაცემის გამო დაშავდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,483 ნახვა
%d bloggers like this: