საექიმო ეთიკა არ მაძლევს უფლებას მათი ქცევების მორალური შეფასება გავაკეთო

“ნარკომანები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და უნდა ვიყოთ ლიბერალური მომხმარებლების მიმართ…”

საექიმო ეთიკა არ მაძლევს უფლებას, მათი ქცევების მორალური შეფასება გავაკეთო, ამიტომ მხოლოდ ფაქტებს ჩამოვთვლი, რაც ჩვენ კლინიკაში მომხდარა:

-ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ მშვიდ და ძალიან კომფორტულ კლინიკაში 6-7 ჯერ თუ მომხდარა სკანდალი, ხოლო 3-ჯერ განსაკუთრებულად აღმაშფოთებელი რამ- პერსონალზე გაწევა, თავდასხმის მუქარა!  ყველა შემთხვევაში, ავადმყოფი იყო ნარკოტიკების მომხმარებელი. ჩვენთან ისინი ხშირი სტუმრები არიან, ნარკოტიკების ხმარებისგან წარმოშობილი სისხლძარღვოვანი მძიმე დაავადებათა გამო- მათ შორის, სეფსისების. ნარკომანიისთვის დამახასიათებელია პიროვნების ფსიქოპათიზაცია, ამიტომ არ არის გასაკვირი მათი ასეთი რეაქცია, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ სააკაშვილის დროს ძალიან შეშინებული და გაყურსულები იყვნენ (ესეც დამახასიათებელია ფსიქოპათიისთვის).

ამავე დროს, უნდა განახათ რა პრეტენზიულები არიან როგორც ჩვენ, ასევე ზოგადად მთელი საზოგადოების მიმართ- მათზე ზრუნვას ვალდებულებად უთვლიან მთელ ქვეყანას.

ძალიან ხშირად აქვთ უმწეოს სტატუსი და ამ მოწმობას ისე ამაყად იქნევენ, როგორც საბჭოთა პერიოდში, ომის ან შრომის გმირობის მოწმობას!

მართლა ზედმიწევნით კარგი ადამიანი უნდა იყოს ნარკომანი, რომ შეძლოს ფსიქოპათიის კონტროლი და თავის შეკავება ( ასეთები ძალიან იშვიათად გვხვდებიან). წარმოვიდგენ და ძალიან მეცოდებიან- რა დღეში ჰყავთ ოჯახის წევრები!

ფბ-ზე, კლინიკის თანამშრომლებთა უმეტესობა მეგობრებად მყავს და ამიტომ, მათ წინაშე არ ვიკადრებ ერთი სიტყვა ზედმეტი ვთქვა არსებულ სიტუაციაზე”– წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  ექიმი დავით გადელია.

Facebook Comments

ახალი დადებული