უცხოური მედია

ტრამპი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

Nusagi

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, 12 მაისის ნაცვლად, დღეს გამოაცხადებს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები ცდილობენ დაარწმუნონ ტრამპი, რომ გარიგებიდან არ გავიდეს.

ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ 2015 წელს მიღწეული შეთანხმებიდან გასვლას აპირებდა და წინამორბედს მიღებული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებდა.

შეთანხმებამ, რომელიც ბარაქ ობამას ადმინისტრაციის დროს იქნა მიღწეული, ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეასუსტა, სანაცვლოდ თეირანმა ბირთვული პროგრამის შემცირების პირობა დადო.

თუმცა, ტრამპმა შეთანხმებას „ყველაზე ცუდი შეთანხმება უწოდა, რომელიც ოდესმე დადებულა“ და მოუწოდა საფრანგეთს, ბრიტანეთს და გერმანიას, რომლებმაც რუსეთთან და ჩინეთთან ერთად მოაწერეს შეთანხმებას ხელი, გაამკაცრონ პირობები.

შეთანხმების მიხედვით, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის ვალდებულება აიღო, რაც აშშ-ს პრეზიდენტის პერიოდული გადაწყვეტილებებით ხანგრძლივდებოდა.

ტრამპმა კი, 12 მაისამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სანქციების მოხსნის რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ, ან შეთანხმებიდან გავიდეს და აღადგინოს ის სანქციები, რომლებიც ირანის ცენტრალურ ბანკს და ნავთობის ექსპორტს უკავშირდებათ.

ტრამპის ამგავრი გადაწყვეტილება აიძულებს უცხოურ კომპანიებს ირანთან ბიზნესის წარმოებაზე უარი თქვან, რადგან ისინი სანქციებს დაექვემდებარებიან.

ირანი კი, თავის მხრივ, აცხადებს რომ საპასუხო ზომებს მიიღებს.

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,676 ნახვა
%d bloggers like this: