უკრაინაში უცნობი ნივთიერებით 50-ზე მეტი ბავშვი მოიწამლა

ჩერკასში ბავშვების მასობრივი მოწამვლის მიზეზი უცნობი ნივთიერების ლოკალური გავრცელება გახდა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა ვლადიმერ გროისმანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სპეციალისტები ნივთიერების სახეობის დადგენას ამ დრომდე ცდილობენ, დაზარალებული ბავშვების მდგომარეობა უმჯობესდება და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ინციდენტი დღეს ჩერკასის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. მოწამლულია 53 ბავშვი და 2 მასწავლებელი, რომლებიც სასკოლო ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ.

Facebook Comments

ახალი დადებული