დავით სერგეენკო: არ არსებობს განსხვავება კლუბურ და დანარჩენ ნარკოტიკებს შორის

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, არ არსებობს განსხვავება კლუბურ და დანარჩენ ნარკოტიკებს შორის. მინისტრის თქმით, ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

„კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას უმორჩილესად ვთხოვო, როგორც მოქალაქემ, როგორც ექიმმა, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელმა – არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და დანარჩენ ნარკოტიკებს შორის.

ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა და სიცოცხლის მოსპობა. ამიტომ, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, არ მიიღონ, ეს შხამი. ერთადერთი გზა არის მოხმარებისა და მიწოდების შემცირება იმისათვის, რომ ეს კატასტროფა ავიცილოთ თავიდან“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

Facebook Comments

ახალი დადებული