რამდენი დაჯარიმდა თამბაქოს მოხმარების გამო აკრძალვიდან პირველ კვირაში

თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის 1-8 მაისის ჩათვლით 12 ფიზიკური და 13 იურიდიული პირი დააჯარიმეს. კანონის ამოქმედებიდან 1 კვირაში შსს-ში 46 შეტყობინება შევიდა. ინფორმაციას topnews.ge ავრცელებს.

4 მაისს ქუთაისის ერთ-ერთ ბარში თამბაქოს მოწევის გამო ორი ადამიანი დააკავეს კიდეც

1 მაისიდან საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში. მოწევა შეიზღუდა გარე სივრცეებშიც, აიკრძალა თამბაქოს რაკლამადა სპონსორობა.

კანონის აღსრულებას საქართველოს მასშტაბით 2 000 პოლიციელი აკონტროლებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: