უორენ ბითი-დგება მომენტი, როდესაც შვილს უნდა მისცეთ წასვლის საშუალება

უორენ ბითი ტრანსგენდერ ვაჟს, სტივენს “თავის გმირს” უწოდებს და აცხადებს, რომ იგი „თავისი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლია“

ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს, უორენ ბითის დღემდე საჯაროდ არასდროს  გამოუთქვამს აზრი მისი შვილის, სტივენის სქესზე. “ის თავისი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლია, ის გენიალურია და ჩემი გმირია, ისევე როგორც ყველა ჩემი შვილი”, -ამაყად განუცხადა 79 წლის მსახიობმა Vanity Fair–ს  ტრანსგენდერ, აქტივისტ შვილზე.

ბითის ოთხი შვილიდან უფროსი, სტივენი მდედრობითი სქესით დაიბადა და მას, მშობლებმა უორენ ბითიმ ანეტ ბენინგმა კეტლინ ელიზაბეთი დაარქვეს. სტივენმა სხვა სქესზე გადასვლა 14 წლის ასაკში დაიწყო. ამის თაობაზე მან 2012 წელს განაცხადა ინტერვიუში, სადაც  თავის მეგობრებს და თანატოლებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გამოჩენილი თანაგრძნობისა და მხარდაჭერისათვის.

2014 წლის დეკემბერში სტივენმა ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში თავის თავს “გარდაქმნის” მკურნალობას და ტრანსფობიურ შეურაცხყოფას “გადარჩენილი” უწოდა. ბითს და 58 წლის ბენინგს ასევე ჰყავთ 22 წლის ვაჟიშვილი ბენჯამინი და ქალიშვილები, 19 წლის იზაბელი და 16 წლის ელა. ცოლ–ქმარი ამჟამად ლოს ანჯელესში  ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.

“არსებობს რაღაც, რასაც გაგრძნობინებს ცარიელი ბუდე და გაფიქრებინებს, იქნებ ჯობია გავიდე სახლიდან და ფილმში მივიღო მონაწილეობა”,- განაცხადა ბითიმ თავისი ოჯახური ცხოვრების შესახებ.

“ეს იგივეა, რაც კოქტომ განაცხადა ფრანგი პოეტის, პოლ ვალერის ციტირებისას, ‘ლექსი არასოდეს მთავრდება, ის მხოლოდ მიტოვებულია. ასეა ფილმების შემთხვევაშიც და შვილების შემთხვევაშიც. თქვენ აგრძელებთ მათზე მუშაობას და მუდმივად მუშაობთ მათზე, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც უნდა მისცეთ წასვლის საშუალება”, -განაცხადა ოთხი შვილის მამამ.

Facebook Comments

ახალი დადებული