კრიპტოვალუტა

ნაპოვნია მილიარდობით ღირებულების ბიტკოინების საიდუმლო საცავი

მსოფლიოში  გამომუშავებული ბიტკოინების დაახლოებით 7 პროცენტი შვეიცარიის მთებში, ყოფილ სამხედრო ბუნკერში დაცულ  კომპანია Xapo-ს სერვერებზე ინახება. ამ მოცულობის ბიტკოინების ღირებულება 10 მილიარდ დოლარამდეა. ამის შესახებ „ბლუმბერგი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„ეს ნიშნავს, რომ სულ, 4 წლის განმავლობაში (Xapo 2014 წლიდან სთავაზობს შენახვის სერვისს) Xapo-ს დეპოზიტის მოცულობამ გადააჭარბა თანხებს, რომლებიც ინახება აშშ-ის 5670 ბანკის 90 პროცენტში”-წერს „ბლუმბერგი”.

ბუნკერი წარმოადგენს ბიტკოინების ე.წ. ცივ საცავს. მასში კრიპტოვალუტა ოფლაინ რეჟიმში ინახება, რაც მოპარვის საფრთხეს მინიმუმამდე ამცირებს. იმისათვის, რომ ასეთი საცავიდან საკუთარი ბიტკოინები მიიღონ, კლიენტებს 2 დღე სჭირდებათ. ამ დროის განმავლობაში კომპანია ამოწმებს კლიენტის და კრიპტოვალუტის გადარიცხვის მოთხოვნის მონაცემთა სიზუსტეს. შემდეგ   Xapo ბუნკერის სხვადასხვა ლოკაციაზე არსებული პრივატული გასაღებებით ტრანზაქციაზე ხელმოწერას აკეთებს.

იანვარში რიო-დე-ჟანეიროში მძარცველები თავს დაესხნენ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს და ბიტკოინები მოითხოვეს. დამნაშავეებმა მეპატრონე გაკოჭეს, წაართვეს ტელეფონი და განუცხადეს, რომ ბიტკოინების მიღება სურდათ, რომლებიც თითქოსდა, საიდუმლო საფულეში ინახებოდა. „ მაგრამ ჩვენი კრიპტოვალუტა სხვა ადგილას ინახება”,-განაცხადა მამამკაცმა. საბოლოოდ, მძრაცველებმა მხოლოდ ნაღდი ფული და 31 ათასი დოლარის ძვირფასეულობა წაიღეს.

 

 

Facebook Comments