სამართალი

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

Nusagi

ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა მათ პატიმრობას ითხოვს.

ნარკორეალიზაციისთვის დაკავებული ორი ახალგაზრდიდან, ბრალს მხოლოდ ერთი, ნინო გეგელაშვილი აღიარებს. 27 წლის გოგო ამბობს, რომ ნარკოტიკებს მარტო ყიდდა.

გიორგი გოგებაშვილი კი სქემაში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს. ეს მაშინ როცა სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკები სწორედ მათი საერთო ბინიდან ამოიღეს.

ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს დაკავებული გიორგი გოგებაშვილის ძმა, რომელიც ვაკე-საბურთალოს მეოთხე განყოფილების გამომძიებელი იყო. მან პოსტი ძმის დაპატიმრების შემდეგ დატოვა.

ინტერნეტის გამოყენებით, ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ბრალდებით ორი პირის დაკავების შესახებ შსს-მ 8 მაისს განაცხადა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,676 ნახვა
%d bloggers like this: