ნინო კვაჭანტირაძე-“კიდევ კარგი, ყველა არ გამოგუგულებულაა…”

,,აი, ახლა ყველას ჯინაზე, წავა გუგული დეიდა “ორშაფათს” იყიდის პურს “მხნეობას, ან “კახელების ” უსაფუაროს, ან “ანტრესას”, მერე ხორცს-მჭლეს, უცხიმო ყველს, “ვიჩინას”, ვაშლს, ანანასს, ფორთოხალს, გრეიფუტს, პომიდორს, კიტრს, ხასხასუნა ბოსტნეულს, ყავას, მხოლოდ “კარტენუატს”, უშაქრო წვენებს,მერე გაიგრძელებს საცურაო აუზის აბონემენტს, გამოიძახებს მასაჟისტს,იყიდის ველოსიპედს, პაწია განტელებს, დაიწყებს დიეტას, თუ მოშივდემა და იმღერებს….

…..მერე წავა კაბინეტში დაჯდება და დაივლის საიტებს და გაეცნობა სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ამბებს, მერე ჩამოყალიბდება, როგორ “მოგვხიბლოს” თავისი ვოკალით და ინიციატივებით.. ამასობაში, თქვენ ჭამეთ ლარნახევრიან ზეთზე მოთუხთუხებული მაკარონის სუპი და შიგადაშიგ ხელ-ფეხი გაიქნიეთ ფიზკულტურელივით და გეყოფათ!

პ.ს. და მართლა და მართლა, რას იწვევთ და აღიზიანებთ ადამიანებს, ეს პატარა ქვეყანაა და ყველამ კარგად იცის ვინ რას ჭამს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ამდენ მოსაგვარებელში სხვა ვერაფერმა მიიპყრო თქვენი მოქნილი ყურადღება??? კიდევ კარგი, ყველა არ გამოგუგულებულაა…“-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო კვაჭანტირაძე

Facebook Comments

ახალი დადებული