პარლამენტში დღეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ დღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე. შეხვედრაზე, რეფორმის შედეგებზე იმსჯელებენ.

ცნობილია, რომ საუბარი იქნება, ასევე ახალ ინიციატივაზეც, რომლის მიხედვითაც მგზავრობის დროს მოზარდების უსაფრთხოება მეტად დაცული იქნება.

“დღეს კანონში არ გვაქვს ჩანაწერი, როგორ უნდა გადაადგილდებოდნენ ავტომობილით 12 წლამდე ბავშვები. შარშანდელი სტატისტიკა მიგვანიშნებს, რომ მგზავრობისას დაღუპულ მოზარდთა რაოდენობა გაზრდილია. შესაბამისად, დღის წესრიგში სასწრაფოდ არის დასაყენებელი საკითხი, რომ დაცული იყვნენ ბავშვები“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი გზებზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოითხოვს.

აღსანიშნავაი, რომ ორი დღის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევებს 7 ადამიანი  ემსხვერპლა.

Facebook Comments

ახალი დადებული