რეადმისირებულთა გარდა საკუთარი სურვილით საქართველოს 5 მოქალაქე დაბრუნდა

გერმანიიდან ჩარტერული რეისით, რეადმისირებულთა გარდა, ქვეყანაში საკუთარი სურვილით საქართველოს 5 მოქალაქე დაბრუნდა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, დუსელდორფი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოში დაბრუნდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში, შვეიცარიაში, ბელგიასა და ისლანდიაში ყოფნის რეჟიმს აღარ აკმაყოფილებდნენ.

Facebook Comments

ახალი დადებული