საზოგადოება

რობინ უილიამსის ქვრივი, ქმრის თვითმკველობამდე მტკივნეულ წელზე ყვება

Nusagi

რობინ უილიამსის ქვრივმა, სიუზან შნაიდერ უილიამსმა, თავის შთამბეჭდავ ესსეში, მეუღლის  ცხოვრების ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის ფიზიკურ და გონებრივ სირთულეებს ნათელი მოჰფინა.

შნაიდერი ესსეში, სახელწოდებით “შიშის მთესავი ჩემი ქმრის ტვინში”, რომელიც ჟურნალ „ნევროლოგიაში“ გამოქვეყნდა, ვრცლად საუბრობს იმაზე, თუ როგორ ვერ დაუდგინეს ექიმებმა უილიამსს დიაგნოზი. „ნაკლებად ცნობილი, მაგრამ სასიკვდილო ” ლევის სხეულების დაავადებაზე“ (ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადება), სანამ მან 2014 წელს თავი არ მოიკლა.

ლევის სხეულების დაავადება დემენციის ფორმაა, რომელიც ყველაზე ხშირად ხანშიშესულებს ემართებათ. “ჩემი მეუღლე თავისი გამრუდებული ნეირონების ხაფანგში გაება და რამდენიც არ ვეცადე, ვერ გამოვიყვანე იქიდან“,- წერს იგი.

წყვილმა  დაუდგენელი დიაგნოზის მოლოდინში თვეები გაატარა.

უილიამსი 2013 წლის ბოლოდან სხვადასხვა, თითქოს ამ დაავადებასთან შეუსაბამო სიმპტომებით იტანჯებოდა. მათ შორის “გულძმარვით და უძილობით”.  ფილმის, „ღამე მუზეუმში 3“-ის გადაღებისას მას პანიკური შეტევა ჰქონდა და რთულად უმკლავდებოდა ტექსტის დამახსოვრებას.

“ფილმის გადაღების დროს, რობინს ერთი სტროფის დამახსოვრებაც კი უჭირდა თავისი როლისთვის. მაშინ, როდესაც 3 წლით ადრე იგი სრულ 5 თვიან სეზონში თამაშობდა ბროდვეიზე, წარმოდგენაში „ბენგალიელი ვეფხვი ბაღდადის ზოოპარკში“ და ხშირად დღეში ორ შოუში გამოდიოდა, სადაც უზარმაზარი ტექსტი ჰქონდა სათქმელი და ამას უშეცდომოდ აკეთებდა. მეხსიერების დაკარგვა და უუნარობა, გაეკონტროლებინა აღგზნება და შფოთვა, მისთვის დამანგრეველი იყო “, -წერს შნაიდერი. მისი ავადმყოფობა ხანგრძლივი და ტრავმული იყო… და სანამ არ გარდაიცვალა, მანამდე ვერ დაუსვეს დიაგნოზი, განმარტავს შნაიდერი.

უილიამსის შემთხვევა იყო ” ექსტრემალური”, წერს შნაიდერი. ” ოთხივე ექიმმა, რომელთაც მე უკვე შემდეგ შევხვდი და რომლებმაც გააკეთეს დასკვნები მისი მონაცემებიდან, აღნიშნეს, რომ მისი შემთხვევა იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პათოლოგია, რომლებიც კი მათ უნახავთ“.

მას შემდეგ, რაც შნაიდერმა აღმოაჩინა მიზეზები, იგი წერს, რომ მას „გაუჩნდა სურვილი გაეგო და შეესწავლა ყველაფერი ამ დაავადების შესახებ”. უილიამსის ქვრივმა  გადაწყვიტა, ესსე დაეწერა სხვა ადამიანების შთაგონების მიზნით, განსაკუთრებით ექიმების, რათა საყვარელი კომიკოსის ტკივილიანი გამოცდილება რაღაც მნიშვნელოვნად ექცია.

“დარწმუნებული ვარ, ზოგჯერ მტკივნეულად ნელა იგრძნობა პროგრესი. არ დანებდეთ. ირწმუნეთ, რომ მკურნალობა და ახალი კვლევები გარდაუვალია ტვინის დაავადებებში და თქვენ გახდებით მონაწილე და ნაწილი იმისა, რომ ეს მოხდება“, -წერს იგი. “დიდი მადლობა, რაც გააკეთეთ და რაც უნდა გააკეთოთ.”

უილიამსი კალიფორნიაში, ტიბურონში 2014 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა. მას სამი მოზრდილი შვილი დარჩა: ზახარი პიმი, ზელდა რე და კოდი ალანი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,450 ნახვა
%d bloggers like this: