კრიმინალი

თბილისში ხანძრისას დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში რჩება, ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა

Nusagi

თბილისში, დიდუბეში, რაჟდენ გვეტაძის ქუჩაზე, 5-სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა ცეცხლი. საგანგებო სიტუაციების სამსახურში ადასტურებენ, რომ შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ასევე ერთი მცირეწლოვანი ბავშვი კი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

ბავშვმა ხანძრის შედეგად კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მძიმეა ერთ–ერთი ქალის მდგომარეობა, რომელიც დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, დამწვარია 60 კვ. მეტრის ფართობი, არის დაკვამილიანება, მიმდინარეობს კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია. ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია.

ხანძრის მიზეზი უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შესაძლოა სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,562 ნახვა
%d bloggers like this: