საკუთარ მიწაზე, სიწმინდეს ვერ ემთხვიოს ადამიანი, რომელსაც ფინანსურად უჭირს, სადმე გსმენიათ?

ფეისბუქმომხმარებელი ნიკოლოზ დარსაველიძე სოციალურ ქსელში ყვება, რომ უფლისციხეში, წმინდა გიორგი ტაძარში მოსალოცად მისულს, 7 ლარიანი ბილეთის ყიდვა   მოთხოვეს. დარსაველიძე ითხოვს, კულტურის მინისტრს მიაწვდინონ ხმა, რომ სალოცავად მისულ შეჭირვებულ თანამოქალაქეებს ბილეთის ყიდვის გარეშე სიწმინდეებთან არ უშვებენ.

„გუშინ ოჯახობა და მეგობარი წავიყვანე უფლისციხეში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოსალოცად. შესასვლელთან კარგად მოწყობილი სალარო და დაცვა დამხვდა. ბილეთი უნდა შეიძინოთო, ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ტერიტორიააო. (მთელი საქართველო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითაა მოფენილი) შევიძინე ბილეთები, და ადმინისტრაციაში ავედი. კითხვაზე, ადგილობრივმა მართლმორწმუნემ როგორ უნდა მოილოცოს სიწმინდე, მიპასუხეს, რომ თუ მღვდელიც ახლავთ მომლოცველებს ბილეთი არ არის საჭიროო.

კანონით როგორ არისთქო და ეგ საკითხი ჩვენც გვაწუხებსო. დირექტორის კეთილ ნებაზეა, მომლოცველის შეშვება-არშეშვება. დავრეკე აგილობრივ ეპარქიის მღვდელმსახურთან და გაოცებულმა შემპირდა რომ ამ საკითხს კრებაზე დააყენებენ.

ტურისტმა რომ უნდა გადაიხადოს, ორი აზრი არ არსებობს მაგრამ საკუთარ მიწაზე, სიწმინდეს ვერ მიემთხვიოს ადამიანი, რომელიც ფინანსურად შეჭირვებულია, სადმე თუ გაგიგიათ ან გსმენიათ?! დირექტორი მართლაც კარგი ახალგაზრდაა, მაგრამ ხვალ ვის დასვამენ მის ადგილას, ღმერთმა უწყის. ბილეთის ფასიც შთამბეჭდავია – 7 ლარი.

კუტურის სამინისტრო, იქნებ როგორმე მიაწოდოთ მიხეილ გიორგაძეს ეს ინფორმაცია, ჯაზის ფესტივალებზე, გაცილებით აქტუალურია!!!”-წერს ნიკოლოზ დარსაველიძე.

როგორც სტატუსის კომენტარებში წერენ, მსგავსი სიტუაცია სხვაგანაცაა. უფრო მეტიც, სალოცავში შესვლის საფასურს გიდებსაც კი ახდევინებენ, რომლებსაც უამრავი ტურისტი მიყავთ.

Facebook Comments

ახალი დადებული