უცხოური მედია

ამერიკელი ქალი შეყვარებულს სისხლისღვრით დაემუქრა და 65 000 შეტყობინება გაუგზავნა

Nusagi

აშშ-ის შტატ არიზონაში, ქალაქ ფინიქსის მცხოვრები ქალი გაცნობის საიტზე ნანახი მამაკაცის მიმართ განხორციელებული მუქარებისა და დევნის გამო დააპატიმრეს. ამის შესახებ Fox News იუწყება.

31 წლის ჟაკლინ ადესი სერიოზულად გაიტაცა ახალმა ურთიერთობამ. მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ პაემანი, ქალი მამაკაცს თავს აღარ ანებებდა და საერთო ჯამში   65 ათასი შეტყობინება გაუგზავნა, ზოგჯერ კაცი მისგან დღეში 500 შეტყობინებას იღებდა.

დაზარალებულმა მის მიმართ განხორციელებული დევნის შესახებ პოლიციაში ორჯერ განაცხადა, რადგან ჟაკლინი მანქანას მისი სახლის წინ აჩერებდა და შეტყობინებების გზავნას განაგრძობდა.   მას შემდეგ, რაც  სამართალდამცავებმა  კატეგორიულად მოთხოვეს სახლს მოშორებოდა, ქალი მუქარაზე გადავიდა.

კერძოდ, ერთ-ერთ შეტყობინებაში დაწერა, რომ მისი სისხლით გავსებულ აბაზანაში სურდა ჩაწოლა. ადესი მამაკაცს ასევე მოკვლით ემუქრებოდა და საკუთარ თავს ჰიტლერს ადარებდა, რომელსაც „გენიოსს” უწოდებდა.

მისი დევნის ობიექტმა უკანასკნელად პოლიციას მაშინ მიმართა, როდესაც სათვალთვალო კამერით დაინახა, რომ ადესი მის აბაზანაში შხაპს იღებდა, როცა თავად სახლში არ იმყოფებოდა. პოლიციამ ქალი დააკავა, მისი მანქანიდან კი ხორცის საჭრელი დანა ამოიღო.

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,562 ნახვა
%d bloggers like this: