პოსტები სოციალური ქსელიდან

არ გვინდა ახლა, ადამიანის დასვენების უფლება და დემოკრატიაობა…. კიდევ 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა გუშინ…

Nusagi

წუხელ, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას ხათუნა ხოფერია ეხმაურება და წერს:

„მთელ მსოფლიოში ტარდება ნარკოლეალიზატორების აყვანის ოპერაცია ღამის კლუბებში…(იხ. You Tube-ს მასალები, ფილმები, წამყვანი ტვ-ების რეპორტაჟები და საკუთარი მეხსიერება…)
… და არ გვინდა ახლა ადამიანის დასვენების უფლება და დემოკრატიაობა….
კიდევ 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა გუშინ…
8  მკვლელია აყვანილი!
მთავარი უფლება, სიცოცხლის უფლებაა!”

შეგახსენებთ,  შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, –ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,681 ნახვა
%d bloggers like this: