კრიმინალი

ვინ არიან ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირები?

Nusagi

ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. რამდენიმე მათაგანს უკვე შეხვდა ადვოკატი. “პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ დაკავებულებს შორის ერთი ქალი და შვიდი მამაკაცია. მათი ასაკი 21-დან 30 წლამდეა.

„პრაიმტამი” წერს, რომ მათ მიერ მოძიებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან: თორნიკე ჩუტკერაშვილი, ჯემალ ელიავა, ვიქტორ ჟამუტაშვილი, მიხეილ მიქაძე, გიორგი მამუკელაშვილი, ბორის დარახველიძე, ლაშა მამულაშვილი და ქეთი მურუსიძე.

ყველა მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ედება, რაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი, ვიქტორ ჟამუტაშვილი, მეტსახელად “ვიტო” კაფე “გალერის” დაცვის თანამშრომელია.

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,697 ნახვა
%d bloggers like this: