მორალი რა არის იცით ამ პოსტის? დარბევა ყოველთვის მიუღებელია!

,,პირადად ვიცნობ (ძალიან ახლოს!!!) ბევრს, ვინც მართლა გასართობად დადის ღამის კლუბში და ცხადია, ეს ჩვეულებრივი და მისაღები ამბავია. მაგრამ, ასევე, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი არა ერთი “ვაისივერსა” ისტორია იმის თაობაზე, თუ “რა მარტივად იღება კლუბში ნარკატა”..

მაგალითისთვის, ერთი ამბავი ასე გამოიყურება: ყვებოდნენ, რომ როდესაც იქს პიროვნებამ რამდენიმე თვის წინ კლუბ ბასიანში იყიდა (მისი ჭკუით) LSD და აღმოჩნდა (მისივე სიტყვებით) თრეში, როგორ გაუმართლა და როგორ ყვარებია მისსავე ზარატუსტრას, რაც იმაში გამოიხატება, რომ როდესაც ნარკოტიკის მიღების მერე დაემართა კრუნჩხვა და კიდევ რაღაც ენითაუწერელი უბედურება, გამოიყვანეს, დააწვინეს სადღაც ქუჩაში, პირდაპირ ასფალტზე და ვიღაც, სრულიად უცხო, ზარატუსტრანიერმა გადაარჩინა და გამოსტაცა ხელიდან სიკვდილს…

მორალი რა არის იცით ამ პოსტის? დარბევა ყოველთვის მიუღებელია! სპეცოპერაცია მისაღებია, თუკი ამის საჭიროებაა (და ჩვენ არა ერთ მაგალითზე დავრწმუნდით, რომ საჭირო იყო რაღაც ქმედითი ღონისძიებების განხორციელება).
ჰოდა, კითხვა მაქვს-ქრონო როგორია?

ა) შეცვივდნენ, ცემეს ყველა, დაყარეს ხალხი იატაკზე, აშინებდნენ მშვიდობიან დანსერებს? თუ ასეთია-ვუერთდები პროტესტს!

ბ) შევიდნენ, ჩაატარეს ჩხრეკა, დააკავეს ნარკორეალიზატორები? თუ ასეა-არ ვუერთდები პროტესტს!

მოკლედ: დარბევა ბევრი ახსოვს ამ ქალაქს და ქვეყანას წინა წლებში.. დარბევა იყო იმედის ტელევიზიაში მაგალითად! იქაც მეგობრები მყავდა და დეტალურად მოგიყვებით რას ნიშნავს დარბევა!

ამ ჯერადაც, თუ გამოიკვეთება მოცემულობა, რომლის თანახმადაც დაარბიეს ხალხი და რეალურად საქმე ვერ გაკეთდა, მაშინ მიუღებელია ჩემთვისაც ეს ამბავი! ხოლო თუ პირიქით, მაშინ სიბეცეა უბრალოდ იმაზე მსჯელობაც კი, რომ ეს სპეცოპერაცია არ უნდა ჩატარებულიყო!”= წერს ჟურნალისტი ნათია ღვინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

Facebook Comments

ახალი დადებული