მიირთვით ყოველდღიურად 200 გრამი წითელი ღვინო და გათენებასაც უკეთ შეიგრძნობთ!

,,გათენდა!
როგორც  იქნა გათენდა!
ჩოჩქოლი შემომესმა ჭილყვავების, ამ ფორმით, ასე აგრესიულად, როგორ შეიძლებაო?! …ამდენ ხანს სად იყვნენო?
მაგას ხვალ მოიკითხავენ, სად იყვნენ ამდენხანს….
დღეს კი გათენდა და ამ გათენებას ვერავითარი პროტესტი და ვერავითარი ნაძვის და ფიჭვის ნაყოფი ვერ დააღამებს!

მიირთვით ყოველდღიურად 200 გრამი წითელი ნატურალური ღვინო, სისხლძარღვებს წმინდავს, გათენებასაც უკეთ შეიგრძნობთ!

P.S. ამერიკა და ევროპა პირველ რიგში, მოწინავე ტექნოლოგიებია, მეცნიერების და ტექნიკის უახლესი მიღწევებია, უჯრედებამდე შესწავლილი ადამიანის ანატომიაა, მსოფლიოს მამოძრავებელი პროგრესია და მხოლოდ ამის შემგომ, ამის პარალელურადაა გართობა და დროსტარება.

ვინც ასეთი ცხოვრების რიტმს ვერ აჰყვა დემოკრატიულ ამერიკასა და ევროპაში, მათთვის გაითვალისწინეს ღამის კლუბები, რომ ენერგია დახარჯოს ადამიანმა ღამე, რადგან დღე იძინოს და ხელი არ შეუშალოს ნორმალური ცხოვრებისა და შრომის პროცესს!

ნორმალური ცხოვრების და შრომის პროცესის დარღვევას არსად არ დაუშვებს სახელმწიფო ინსტიტუტები, არც დემოკრატიულ და არც არადემოკრატიულ ქვეყანაში.
განვმარტავ ბრიყვთათვის, რომ დემოკრატია უბრავლესობის ბატონობაა უმცირესობაზე!
ჯანსაღო, ჯიშიანო, ჭკვიანო და გულიანო ქართველებო, თქვენი უმრავლესობა არ მოშლილიყოს საქარველოში!-წერს ფეისბუქმომხმარებელი  გოგი უგრეხელიძე

Facebook Comments

ახალი დადებული