გთხოვთ, 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნას ნუ შეეხებით

,,მე თავისუფალი მხატვარი, გიორგი ლოლაძე ვარ, წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალადობის და თქვენს გვერდში დავდგები, მაგრამ ძალიან გთხოვთ, 9 აპრილის მემორიალს ნუ შეეხებით, ამის შესახებ აქციაზე მისულმა მოქალაქემ „თეთრი ხმაურის” წევრს და საპროტესტო აქციის ლიდერს, ბექა წიქარიშვილს განუცხადა.

„მე აქ მაშინ ვიდექი, როცა მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია იდგნენ. ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ გამოვალ და თქვენს გვერდში დავდგები, მაგრამ 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალს , ძალიან გთხოვთ, ნუ შეეხებით, 9 აპრილს გარდაცვლილები მარტო 9 აპრილს ხომ არ ნდა გვახსოვდეს? ტაძარში მივდივარ სალოცავად და თქვენზეც ვილოცებ”-განუცხადა მან.

შეგახსენებთ, გუშინ, საპროტესტო აქციის მონაწილე გოგონა ელექტრონული მუსიკის ფონზე 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალზე იდგა და ცეკვავდა. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და მომხმარებელთა უარყოფითი კომენტარები დაიმსახურა.

Facebook Comments

ახალი დადებული