Uncategorized

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა

Nusagi

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა.

“ის, რომ სახელმწიფოს ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი პოზიცია ექნება და გაცილებით ჰუმანური იქნება მომხმარებლების მიმართ, არა ერთხელ მაქვს ნათქვამი და კიდევ ვადასტურებ.

ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ჩვენო ახალგაზრდებო. თქვენ ხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. მე პირადად ვარ იმის გარანტი, რომ თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. სწორედ ეს არის ერთერთი იმ უდიდესი მონავაპოვართანაგი, რითიც ჩვენი ხელისუფლება ამაყობს და ეს თითოეული თქვენგანის მონაპოვარიც არის.

ის, რომ გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია, გასული საათების განმავლობაშიც დადასტურდა. პოლიცია და სამართალდამცავები ყველაფერს აკეთებენ, რათა თქვენი აზრი დააფიქსიროთ.

კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა.

მოვუწოდებ სამართალმდაცვა ორგანოებს, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები შესაძლო დაპირისპრების პრევენციის მიზნით.

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ აზრის გამოხატვისას დაპირისპირება ყოვლად დაუშვებელია.

ნუ დავუშვებთ, სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო. გავერთიანდეს ადამიანების სიცოცხლის და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პარლამენტის წინ კი ორი საპროტესტო აქცია მიმდინაროებს. თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს კონტრაქციის მონაწილეები 1-საათიან ვადას აძლევე ტერიტორიის დასატოვებლად.

ადგილზე დამატებითი ძალებია მობილიზებული. ორი აქციის მონაწილეებს შორის კი პოლიციელთა კორდონი დგას.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მეორე დღეა თეთრი ხმაურის მოძრაობა საპროტესტო აქციას მართავს.  რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ  სპეცოპერაციას უკავშირდება, რა დროსაც შსს-ს ცნობით, 8 ნარკორეალიზატორები დააკავეს.

რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ, ისინი ასევე ითხოვნდნე პრემიერისგან მომხდარზე რაიმე განცხადების გაკეთებას.

დღეს თხმ-ის შეკრების კონტრაქციებიც გაიმართა.  ერთ-ერთი კონტრაქციის ორგანიზატორი გიორგი გაბედავა კი ცოტა ხნის წინ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავეს.

ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის  შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე  რამდენიმე ადამიანის მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,441 ნახვა
%d bloggers like this: