პოსტები სოციალური ქსელიდან

რატომ და როგორ? პასუხი მარტივია: გოიმები და გორსალები არ ვიყავით და არც ხამები!

Nusagi

..კლუბები ვერა (არ იყო 80-იანებში!), თუმცა არც თბილისისა და არც აფხაზეთის არცერთი კაფე-ბარ-რესტორანი არ დაგვიკლია! ”ბითლების” ჰიტებზე ფეხშიშველსაც გვიცეკვია დილამდე და კოქტეილიც გვიწრუპია.

”ქემელიც” გვიბოლებია და ”BT”-ც. ფლირტიც ჩვენი მოგონილი იყო და პასეანსის გაშლაც ”ვუყვარვარ, თუ არ ვუყვარვარ”…. სახლის ტელეფონზეც გვირეკია ”იმასთან” და გავსუსულვართ. პაემანზეც გვივლია და კინოშიც, ბოლო სეანსზე. მთაშიც გვიბოდილია და ბარშიც, ”პალატკებით”….

თუმცა, სახე არ აგვხევია არასოდეს! დანის წვერზე გვივლია და მაინც არ აგვხევია სახე… რატომ და როგორ? პასუხი მარტივია: გოიმები და გორსალები არ ვიყავით და არც ხამები! და მეორე დღეს არ გვინანია -”წუხელ ეს რა მივქარე!”.
სულ ესაა…!” წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  ნანა გაგუა

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,450 ნახვა
%d bloggers like this: