ნინო კვაჭანტირაძე-ახლა კი მგონია არაფერია ქუჩაში სადგომი, თუკი ეს ვინმეს ხუშტური არაა!!!

,,აი, ასეააა, რაც თავი მახსოვს, ამ “ჯადოსნურ” ადგილზე გამორბის ყველა და პირდაპირ თუ ირიბად ყველა თავის უფლებას ითხოვს რომელიც ზოგჯერ შეიძლება თავისუფლება სულაც არ იყოს!!! ვინღა არ მდგარა ამ ადგილზე, რა ტრანსპარანტებით, მაგრამ, ახლა ასე მგონია, ყველაზე ცუდი რამ ხდება, მშობლების და შვილების თაობაში უუუზარმაზარი ბზარია. ახლა ჩემი ახლობლების შვილის, ჩემს თვალწინ დაბადებული ლიკუნას პოსტი წავიკითხე:

“..არ მერიდება, რომ ვთქვა ჩვენ ის თაობა ვართ ვინც 13 ივნისს ესე გეამაყებოდათ! ჩვენ ის თაობა ვართ ვინც ოკუპაციას ვეუბნებით არას და ვგმობთ რუსეთს! ჩვენში უფრო მეტი სიყვარულია! ჩვენ ვამბობთ სიმართლეს და არ ვეგუებით ჩადების მახინჯ ქმედებას! 
ქვენ ერთმანეთს ხოცავდით წლების წინ რუსთაველზე! თესავდით ბევრ ბოროტებას!თქვენ წამალს გადააყოლეთ თქვენი ახალგაზრდობა!
არ მივიღებთ თქვენ ბინძურ ბრალდებებს, შეგვეშვით! “

დიიიახ, პასუხს გვთხოვენ და ჯერ სადა ვართ… არავის უნდა იმის გახსენება ქუჩაში რომ ვიდექით, ომი რომ არ დაგვკლებია, სისხლი და ცრემლი, არ უნდა ამის გახსენება, იმიტომ რომ უფრო მეტჯერ წავაგეთ… ვერავინ დამაჯერებს, რომ 22 წლის გოგო დალხინებული ცხოვრების გამო ყიდდა წამალს სხვისი სიცოცხლის ხარჯზე ( ეს არაა გამართლება) მაგრამ იმ კლუბებშიც ის თაობაა თავის უფლება და თავისუფლება ერთიდა იგივე რომ ჰგონია და თამამად გეტყვის- საქართველო მსოფლიოს მე გავაცანი აი, ამ კლუბურობით, შენ რას მიკეთებდიო…

მჯერა იქ, იმ კლუბებში ის ბავშვებია, ვინც აპროტესტებს არსებულს, ვისაც მობეზრდა სხვისი გამონაცვალი “ჯინსები” და სამოწყალოდ გადაგდებული ლუკმა, ვისაც სტაბილური მხოლოდ პრობლემები აქვს და საკუთარ თავისუფლებას ამ სივრცეში ეძებს, ვინც აპროტესტებს უუუუიმედობას.

რამდენჯერ შეიძლება მოვისმინო შეკითხვა ჩემი შვილისაგანაც -რატომ გამომიშვეს სამსახურიდან, რატომ ვზივარ სახლში, მაგრამ თამამად შემიძლია ვუპასუხო ჩემი შვილების თაობას- ჩვენ ვომობდით, ჩვენც გვიყვარდა, ჩვენს ვაპროტესტებდით, მაგრამ ჩვენი მოთხოვნები იყო საქვეყნო, სასამშობლოო და არა პირადი და მერკანტილური… სხვა გზებია მოსაძბნი სანამ თაობებს ერთმანეთი ბოლომდე არ დაგვიკარგავს, თორემ გასაპროტესტებელი არასოდეს დაილევა…
ახლა კი, მგონია , არაფერია ქუჩაში სადგომი, თუკი ეს ვინმეს ხუშტური არაა!!!-წერს ფეისბუქის საკუტარ გვერდზე ნინო კვაჭანტირაზე

Facebook Comments

ახალი დადებული